17 მარტს სტიქიის ზონაში დამატებით 4 კონტეინერი გაემგზავრა

17 მარტს სტიქიის ზონაში დამატებით 4 კონტეინერი გაემგზავრა, რომლებიც კომპანია Yonpaş Georgıa-ს საწყობიდან ტრაილერებით გავიდნენ.
ამ დროისათვის სტიქიის ზონაში გაგზავნილია ჯამურად 14 კონტეინერი, მომდევნო დღეებში გაემგზავრება კიდევ 6.
გაცილების ცერემონიალს ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ალი ქაან ორბაი, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, გურთიადის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ოსმან თურანი, გურთიადის მმართველი საბჭო და წევრები, ასევე კონტეინერების დამზადებაში ფინანსური წვლილის მქონე ქართული და თურქული კომპანიების წარმომადგენლები.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა ალი ქაან ორბაიმ და გურთიადის თავმჯდომარემ, ბატონმა ოსმან თურანმა კონტეინერების დამზადებაში შეტანილი წვლილისთვის კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს მადლობის ნიშნად სიმბოლური ჯილდო გადასცეს.