2022 წლის 20 მაისს გურთიადსს ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანი, ვაჭრობის სამინისტროს ატაშე, ბ-ნ აჰმეთ დარჩინი და დელეგაციები აზერბაიჯანიდან

2022 წლის 20 მაისს გურთიადსს ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანი, ვაჭრობის სამინისტროს ატაშე, ბ-ნ აჰმეთ დარჩინი, დელეგაციები აზერბაიჯანიდან Caspian Energy Club ასოციაციის სახით, თავმჯდომარე ტელმან ალიევის ხელმძღვანელობით და ასევე დელეგაცია სტამბოლის სავაჭრო პალატიდან, მმართველი საბჭოს წევრ იაქუფ ქოჩის ხელმძღვანელობით.
ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას გურთიადის თავმჯდომარე ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრები მეჰმეთ მელექი და სერქან დერიში ესწრებოდნენ.
 შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლების დროს ელჩმა და თავმჯდომარეებმა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსთან ერთად, სამ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და ამ მხრივ არსებული პოტენციალი მიმოიხილეს. განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა საერთო პროექტებზე და გამოწვევებზე ენერგო და ლოგისტიკურ სექტორებში.
 შეხვედრა თურქ ბიზნესმენთა ასოციაციასა და Caspian Energy Club-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერით დასრულდა.