თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში – გურთიადი, ტრადიციულად აგრძელებს სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას.

სააღდგომოდ და რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით ასოციაციამ გადაწყვიტა საქართველოს იმ მოქალაქეების მხარდაჭერა, მათთვის პატივისცემის და სითბოს გამოხატვა, რომელთაც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად სჭირდებათ მზრუნველობა და ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.
საქველმოქმედო ორგანიზაცია კათარზისთან თანამშრომლობით და გლოვოს ჩართულობით გურთიადმა გადაწყვიტა ცხელ სადილთან ერთად სხვადასხვა სახის პროდუქტები, სურსათ-სანოვაგე და საჩუქრები სახლში გაგვეგზავნა ხანდაზმულებისთვის. განხორციელებული აქტივობის ფარგლებში 150 ბენეფიციარს სახლში გაეგზავნა სხვადასხვა ტიპის საკვები პროდუქტი.
ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს აღდგომის და რამაზანის დღესასწაულებს თითოეულ ასეთ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უსურვებს მათ ჯანმრთელობას და წინსვლას. ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის ასოციაცია მადლობას უხდის წევრ ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებს