გურთიადმა იფთრის ვახშამი გამართა

2023 წლის 4 აპრილს, სამშაბათს, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის აქტივობების ფარგლებში, რესტორან Dry Bridge -ში გაიმართა იფთრის ვახშამი.
იფთარს ესწრებოდნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ბ-ნ ალი ქაან ორბაი და საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები, რელიგიურ საქმეთა ატაშე ბ-ნ მაჰმუთ გოლი, ბიზნეს ასოციაცია აზების თავმჯდომარე ბ-ნ ნარიმან ქურბანოვი, სემეკის თავმჯდომარე ბ-ნ დავით ნარმანია, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბ-ნ ელგუჯა მელაძე, გურთიადის მმართველი საბჭოს წევრები და წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რელიგიურ საქმეთა ატაშემ, ბატონმა მაჰმუთ გოლმა ისაუბრა მარხვისა და რამაზანის შესახებ და ლოცვა აღავლინა.
ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ოსმან თურანმა შეკრებილ საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე დასწრებისათვის და წინასწარ მიულოცა მათ რამაზან ბაირამი.