სააგენტო ანადოლუს 100 წლის იუბილე

მუსტაფა ქემალ ათათურქის განკარგულებით, საზოგადოებისთვის გამანთავისუფლებელი ომის შესახებ ინფორმაციის  მიწოდების მიზნით, 1920 წლის 6 აპრილს სააგენტო ანადოლუ დაარსდა, რომელიც დღემდეა  ჩართული ინფორმაციულ მარათონში და მსოფლიოს ოთხივე კონტინენტზე შეუფერხებლად განაგრძობს მოღვაწეობას.

სააგენტო ანადოლუმ როგორც თურქეთში, ისე მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პრესის, მედიის და ჟურნალისტიკის განვითარებაში. საუკუნის განმავლობაში სააგენტო ანადოლუ გვევლინებოდა რა ყველა ტიპის საკომუნიკაციო ტექნოლოგიის აქტიურ მიმდევრად, მან საერთაშორისო საინფორმაციო ქსელი  კიდევ უფრო ეფექტური გახადა.

სააგენტოს საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წლიდან ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს და განვითარებადი საქართველოს ხმას, თურქეთს და მსოფლიოს აცნობს.

ვულოცავ საქართველოში მოღვაწე თურქი ინვესტორების და ბიზნესმენების მუდმივ მხარდამჭერ სააგენტო ანადოლუს 100 წლის იუბილეს და ამ რთული პერიოდის გათვალისწინებით, ჯანმრთელობას ვუსურვებ მის ყველა თანამშრომელს.

ოსმან თურან