ბაირამის აღნიშვნა

2020 წლის 24 მაისს გურთიადმა რამაზან ბაირამის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა.

ვიდეო კონფერენციის საშუალებით გამართულ ღონისძიებაში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანი, ბათუმის გენერალური კონსული ქ-ნ მაქბულე ქოჩაქი, თურქეთის საელჩოს ატაშე რელიგიის საკითხებში აჰმეთ ერდემი, სტუმრები და გურთიადის წევრები მონაწილეობდნენ.

საზეიმო მილოცვებისა და სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ცნობილმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა პროგრამა ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერებით დაასრულა.