გურთიადის ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 30 აპრილს, კორონა ვირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დადგენილი საგანგებო მდგომარეობის და აკრძალვების გამო, გურთიადის მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა ჩაეტარებინა ონლაინ კონფერენცია ასოციაციის წევრების მონაწილეობით.

ვიდეო კონფერენცია რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი ხელმძღვანელობდა, ძირითადად ბიზნესის სხვადასხვა სექტორებში კორონა ვირუსით გამოწვეულ ცვლილებებს შეეხო და მასში 40-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ვიდეო კონფერენციაში მონაწილე ასოციაციის წევრებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს ვაჭრობის სამინისტროს ატაშემ თბილისში ბ-ნ აჰმეთ ჯ. დარჩინმა, ჯორჯიან ურბან ენერჯის დირექტორმა ბურაქ ჯანდანმა (ენერგეტიკა), ნუროლ ინშაათის დირექტორმა საქართველოში ლუთფუ ბილგინმა (ტურიზმი და გართობა), ზირაათ ბანკი საქართველოს დირექტორმა მეჰმეთ უჩარმა (საბანკო საქმე და ფინანსები), კომპანია გლორიას დირექტორმა მურათ თანსუმ (ტურიზმი), კომპანია კალანდას დირექტორმა ოქთაი ოზთურქმა (სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა), ნობელ ილაჩის დირექტორმა სერდარ გულფინარმა (ჯანდაცვა), აა ქონსთრაქშენის დირექტორმა სერჰან უჩანმა (მშენებლობა).

მსგავსი საინფორმაციო ხასიათის ვიდეო კონფერენციის ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.