საქართველოს ინვესტორთა საბჭოს მე -11 სხდომა.

2020 წლის 3 თებერვალს ინვესტორთა საბჭოს მე-11 სხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კრებას სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ბიზნეს ომბუდსმენი ესწრებოდნენ.

უმაღლესი დონის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონის კოორდინატორი კატარინა ბიორლინ სენსენი, ქართველ ბიზნესმენთა ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და სხვა.

შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის აღსანიშნავია ენერგო სექტორის განვითარების პერსპექტივები, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.