იზმირის სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაციის ვიზიტი გურთიადში

2019 წლის 18 სექტემბერს გურთიადს ეწვია ქ.იზმირის სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაცია. შეხვედრას დაესწრნენ ასოციაციის თავმჯდომარე ბ-ნ ოსმან თურან, მმართველი საბჭოს წევრები ბ-ნ მუსტაფა თაბაქოღლუ, ბ-ნ მეჰმეთ მელექ, ბ-ნ ოღუზ ილდირიმ, ასევე ასოციაციის წევრი კომპანია “ზირაათ ბანკის” გენერალური დირექტორი ბ-ნ მეჰმეთ უჩარი და ბანკის ფილიალის ხელმძღვანელი ბ-ნ ნარიმან გურბანოვი.

საქართველოში იზმირის სავაჭრო სამრეწველო პალატის პალაიტის ბეჭდვის ინდუსტრიის, ქაღალდის და შესაფუთი მასალების წარმოების პროექტის ფარგლებში ჩამოსულ დელეგაციას წარუდგინეს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, განიხილა საქართველოს საინვესტიციო გარემო, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

იზმირის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა ბ-ნ ოსმან ტუფანმა მიულოცა ბ-ნ ოსმან თურანს თავმჯდომარედ არჩევა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. მან ასევე ისაუბრა სავაჭრო პალატის საქმიანობის შესახებ და საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო საკითხებზე.