ვიზიტი კომპანია LC Waikiki-ში

წევრებთან ვიზიტების ფარგლებში, დღეს სტამბოლში დაფუძნებული საერთაშორისო ტანსაცმლის ბრენდ LC Waikiki-ს გენერალურ დირექტორს საქართველოსა და სომხეთში, ბატონ გიორგი დალალიშვილს ვეწვიეთ.

1985 წელს პარიზში დაარსებული ბრენდი 1996 წელს თურქული Taha Group-ის მიერ იქნა შეძენილი და საქმიანობა თურქეთში განაგრძო.

დღესდღეობით, LC Waikiki, სლოგანით “ყველას აქვს უფლება, კარგად ეცვას“ მსოფლიოს 57 ქვეყანაში მომხმარებელს ხელმისაწვდომ და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს.

2012 წელს თბილისში ბრენდის პირველი მაღაზია გაიხსნა, დღეს კი მაღაზიების რაოდენობა საქართველოში 16, სომხეთში კი 6 ფილიალს ითვლის. საქართველოში დასაქმებულია 800-ზე მეტი, ხოლო სომხეთში 300-ზე მეტი თანამშრომელი.

2024 წელს საქართველოში მდებარე 16 მაღაზიის ჯამურმა ბრუნვამ 225 მილიონი ლარი შეადგინა, რამაც საქართველოს ზედიზედ მეხუთედ მოუტანა ყველაზე მომგებიანი ქვეყნის ტიტული.

ბატონი გიორგი გვესაუბრა მის პროფესიულ გზაზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშვიდობის როლზე ბიზნესის სწორად წარმართვისათვის.

გურთიადის სახელით, ასოციაციის ერთ-ერთ უძველეს და დამსახურებულ წევრს, კომპანია LC Waikiki-ს გენერალურ დირექტორსა და მის გუნდს წარმატებებს ვუსურვებთ!