Nüfus
3 723.5
GSYİH ($)
4.345,5
GSYH (BÜYÜME)
4.7%
İŞSİZLİK
12.7%
Gürcistan Ekonomi Bakanının Çin ziyareti
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში
Gürcistan Ekonomi Bakanı Sn. Natia Turnava, heyeti ile birlikte Çin Cumhuriyetinde resmi ziyareti gerçekleştirdi. Ziyaret çerçevesinde Sn. Turnava Çin Ulaştırma Bakanı Sn. Li Ksiaofeng ve Gansu il (nüfus 25 millyon) valisi Sn. Tan Jendziyen ile görüşmüştür. Sn. Turnava’nin heyetinde Ekonomi Bakan Yardımcısı Sn. Genadi Arveladze, Ortaklık Fonu Müdürü Sn. David Saganelidze, Gürcü Demiryolları Müdürü David Peradze ve Gürcistan’ın Çin Büyükelçisi Sn. Archil Kalandia bulunmaktaydı.
Çin Ulaştırma Bakanı ile yapılan görüşme sırasında Uluslararası Hazar Trans Ulaşım hatının, aynı Orta Koridoru kullanarak Demiryolu taşımacılığının arttırılması ve Asya – Avrupa arasında kısa ve güvenilir ulaşım yollarının geliştirilmesi ele alınmıştı. Tranzit koridoru kullanarak yük taşımacılığı 2019 yılı 9 ay boyunca 2018 yılına göre %25.5 ile artmıştır ve taşınmış konteynerlerin sayısı 1215 TEU’ya ulaşmıştır. Demiryolu ulaşımı ile beraber görüşmede düzenli deniz trafiği konusundaki Gürcistan’ın Ukrayna, Romanya ve Bulgaristan ile devam eden müzakereler de incelendi. Toplantıda, Gürcistan ile Çin denizcilik okulları arasındaki değişim programlarının genişletileceği ve Çin’in Gürcü öğrencilere daha fazla burs sunacağı konusunda da görüş birliğine varıldı.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოფენგთან და განსუს პროვინციის (მოსახლეობა 25 მლნ) გუბერნატორ თან ჟენძიენთან. დელეგაციის სახით მინისტრს თან ახლდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.
ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრისას დაიგეგმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის გავლით სარკინიგზო გადაზიდვების გაზრდა და აზია – ევროპას შორის მოკლე და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება. აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო დერეფნის გამოყენება 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 2018 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 25.5% – ით გაიზარდა და გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ 1215 TEU -ს მიაღწია. სარკინიგზო მიმოსვლის გარდა შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს მიერ დაწყებული მოლაპარაკებები უკრაინასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან რეგულარული საზღვაო მიმოსვლის თაობაზე. შეხვედრაზე ასევე იქნა შეთანხმება მიღწეული იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და ჩინეთი უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს.
Tskaltubo beldesinin rehabilitasyonunu Bidzina Ivanishvili gerçekleştirecek
წყალტუბოს კურორტის რეაბილიტაციას ბიძინა ივანიშვილი განახორციელებს
Gürcistan’ın eski Başbakanı ve İktidar „Gürcü hayali“ partisi Başkanı Sn. Bidzina Ivanishvili, Tskaltubo – değer kaybeden turist ve tıbbi altyapının tam ölçekli rehabilitasyonunu kendi fonlarıyla yeniden canlandırmayı planlıyor. Facebook sayfasında yaptığı açıklamaya göre, 22 otel tesisi ve 9 balneolojik banyosu dahil, şehirde bulunan tüm mülkleri satın almayı planlıyor. Bidzina Ivanishvili’nin yol göstermeyi planladığı Tskaltubo gelişim vizyonu ve kavramı, önde gelen İsviçre danışmanlık firması „KohL & Partners“ tarafından geliştirilen bir plana dayanmaktadır. Bu plana göre, Tskaltubo’da ilave olarak çocuk oyun alanları, su parkı, tropikal bahçe, golf ve tenis kortları, kaya tırmanış parkı, alışveriş merkezi, kafe ve restoranlar inşa edilecektir. Bununla beraber, vatandaşları profilli mesleklerde yetiştirmek üzere bir eğitim merkezi açılması da planlanmaktadır. Eski Başbakanın açıkladığına göre, en yakın gelecekte Tskhaltubo’da birkaç bin çalışma alanı yaratılacak, kalifiye personel gerektirecek ve personel için eğitimleri yerinde verilecek. Bidzina İvanishvili’ye göre, Tskaltubo önümüzdeki yıllarda bölgenin sağlık ve turizm başkenti olma potansiyeline sahiptir ve şüphesiz ki, böyle olacaktır.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს კურორტის აღორძინებას – ამორტიზებული ტუ-რისტული და სამკურნა-ლო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას, საკუთარი სახსრებით გეგმავს. საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაკეთებული განცხადების თანახმად იგი აპირებს გამოისყიდოს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტი, მათ შორის 22 სასტუმრო სანატორიუმი და 9 ბალნეოლოგიური აბანო.
წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს იხელმძღვანელოს, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდრო-ულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში თანამოქალაქეების გადასამზადებლად. ყოფილი პრემიერ მინისტრის განმარტებით რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და მათი მომზადება ადგილზევე იქნება უზრუნველყოფილი. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლო მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი.
Gürcistan’ın en yüksek geliri olan 10 Şirketi საქართველოს 10 ყველაზე მაღალ შემოსავლიანი კომპანია 2018 yılında Gelirlere göre Gürcistan’da faaliyet gösteren ilk 10 şirketin listesi aşağıdaki gibidir: • LTD „Georgian Manganez“ • JSC „Energo – Pro Georgia“ • LTD „ Sokar Georgia Gaz“ • LTD „Sokar Georgia petroleum” • JSC „Gürcistan Demiryolları” • LTD “Aviator” • LTD “ Betlive” • LTD “Champions 111” • LTD “ Mars” • LTD “ Lider – Bet- Slot” Verilere göre, 2018 TOP-10 şirketten beşi kumar sektöründe faaliyet göstermektedir. Bu rakam, kumar işin Gürcistan’daki en karlı işlerden biri olduğunu bir kez daha tespit etmektedir ve bu sektorde çalışan şirketlerin cirosu her yıl daha artmaktadır. 2018 yılında, kumar işinin cirosu %128 ile arttı. 2017 yılında bu sektörün cirosu 6,050 milyar lari iken, 2018’de bu rakam 13,806 milyar lari olarak belirlendi.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2018 წელს შემოსავლების მიხედვით, საქართველოში მოღვაწე ტოპ 10 კომპანიის სია ასე გამოიყურება: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ სს „საქართველოს რკინიგზა“ შპს „ავიატორ“ შპს „ბეთლაივი“ შპს „ჩემპიონები 111“ შპს „მარსი“ შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, 2018 წლის TOP-10 კომპანიას შორის ხუთი აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13, 806 მლრდ ლარი შეადგინა.