გურთიადის თავმჯდომარემ, ოქტაი ოზთურქმა, მმართველთა საბჭოს წევრებთან ერთად, ასოციაციაში უმასპინძლა მდგრადობის მეცნიერების აკადემიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი გივიაშვილს.
შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ამ კონტექსტში, ზემოხსენებული ორგანიზაციის მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ჭრილში, გურთიადის წევრი კომპანიებისთვის თემატური სასწავლო სემინარებისა და სასერთიფიკატო კურსების შეთავაზების შესაძლებლობები, ისეთი პრაქტიკული მიმართულებებით, როგორიცაა მწვანე მშენებლობის სერტიფიცირება, მწვანე ფინანსები, ცირკულარული ეკონომიკა, გარემოს მდგრადობა, განახლებადი ენერგია: მზის პანელების ელექტროსადგურის დაგეგმარება, მონტაჟი, მონიტორინგი და მოვლა, მდგრადი არქიტექტურა, მდგრადი ტურიზმი, სურსათის უვნებლობა და მდგრადობა, რეგენერაციული აგროკულტურა, ნარჩენების მართვა და ბიოსფეროს მდგრადობა, მდგრადი ნუტრიციოლოგია, მდგრადი აპიკულტურა და სხვ.