ასოციაციას ესტუმრა ჰოფის სავაჭრო სამრეწველო პალატა

2022 წლის 26 ოქტომბერს ასოციაციას ჰოფის სავაჭრო სამრეწველო პალატა ესტუმრა. გურთიადის თავმჯდომარე ოსმან თურანმა სტუმრად მყოფ დელეგაციას და ახლად არჩეულ თავმჯდომარე ბ-ნ ოსმან დემირჯიოღლუს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის დროს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იქნა განხილული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ლოგისტიკის მიმართულებით არსებულ მზარდა დინამიკაზე.

ასოციაცია მადლობას უხდის ბ-ნ ოსმან დემირჯიოღლუს და სავაჭრო პალატის მმართველ საბჭოს სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს სამომავლო საქმიანობაში.