ჩვენს შესახებ
თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, გურთიადი, რვა ბიზნესმენის: ჯოშქუნ ბაშმანავის, ჰასან ბაირაქთარის, ჰასან ჩელიქის, ილიას დურმუშის, კახაბერ ხორძიას, ქენან ილდირიმის, ოსმან თურანის და თამაზ ჭინჭარაულის თაოსნობით 1999 წელს, ქ. თბილისში დაარსდა.
ასოციაციას ამჟამად მართავს 7 წევრისგან შემდგარი საბჭო.
დღეის მდგომარეობით, ასოციაციის შემადგენლობაში შედის 25 სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე 80 ქართველი და თურქი წევრი (კორპორატიული კომპანია, წარმომადგენლობა, ინდივიდუალური პირი).
წევრების საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
მისია: დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა იმგვარად, რომ წვლილი შევიტანოთ თურქეთ-საქართველოს შორის უკვე არსებულ ურთიერთობებში, შევქმნათ პლატფორმა, სადაც ორივე ქვეყნის ბიზნესმენები მონაწილეობას მიიღებენ იდეების შექმნა-ჩამოყალიბებაში, ვიმოქმედოთ გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების შესაბამისად და მივაწოდოთ ჩვენს წევრებს ამომწურავი ინფორმაცია, ყველა სახის საქმიანობაზე და ასევე უზრუნველვყოთ მათი თანამონაწილეობა. ამასთანავე დავამყაროთ ურთიერთობები საქართველოში მოღვაწე მაღალკვალიფიციურ, ახალ წევრებთან და მათი შემოერთებით უზრუნველვყოთ ორგანიზაციის გაფართოება.
ხედვა: ჩვენი მიზანია ვიყოთ ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.
[/tdc_zone]