სტიქიის ზონაში ბოლო 4 კონტეინერი გაიგზავნა

დღეს, 17 მაისს სტიქიის ზონაში ბოლო 4 კონტეინერი გაემგზავრა, რომლებიც კომპანია Yonpaş Georgia-ს საწყობიდან გავიდა. ჯამში გაემგზავრა 40 კონტეინერი.
გაცილების ცერემონიალს ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ალი ქაან ორბაი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქალბატონი ბელიზ თურფჩუ, შინაგან საქმეთა საკითხებში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ბატონი ნეჯმეთინ აქჩა, გურთიადის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ოსმან თურანი, მმართველი საბჭოს წევრები ოღუზ ილდირიმი, სერქან დერიში და მერთ იუმუშაქერი.
გურთიადის სახელით კონტეინერების დამზადებაში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს.