16 ივლისს, ასოციაციის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი და გენერალური მდივანი, ირინა კოლესნიკოვა ერთ-ერთ წამყვან თურქულ ჰოსპიტლების ქსელ Liv Hospital-ის წარმომადგენელს საქართველოში, ქ-ნ ნინო თომაშვილს შეხვდნენ. Liv ჰოსპიტალი, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალით, თანამედროვე აპარატურითა და მაღალი ხარიხის ჯანდაცვის სერვისებით უკვე საყოველთაოდ ცნობილია.
Liv ჰოსპიტლის წარმომადგენლობამ საქართველოში 3 წლის წინ დაიწყო ოპერირება და სტამბოლში მდებარე კლინიკებს: 2012 წელს გახსნილ პირველ კლინიკა Liv Hospital Ulus-სა და Liv Hospital Vadistanbul-ს წარმოადგენს. როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, სტამბოლში მდებარე კლინიკებს ყოველდღიურად სულ მცირე 10 ქართველი პაციენტი სტუმრობს, რომელთაც ჯანდაცვის სრული სერვისი მიეწოდებათ.
ასოციაციის თავმჯდომარემ გამოთქვა მოსაზრება, ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ თურქეთში გაწეული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიმოიხილა ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.
ასოციაციის სახელით, შეხვედრისათვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინოს, რომელსაც აქვს 11 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის სექტორში. ასევე გამოვხატავთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ Liv ჰოსპიტალს, სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობის დამყარების კუთხით.