ასოციაციას ესტუმრნენ სათბურების მწარმოებელი კომპანია YDZ Sera-ს წარმომადგენლები

დღეს ასოციაციას ესტუმრნენ სათბურების მწარმოებელი კომპანია YDZ Sera-ს წარმომადგენლები- მუჰსინ დემირელი, იბრაჰიმ ილდიზი და თოლგა დემირი, შეხვედრას ესწრებოდა ბატონი აჰმეთ ქაჰრამანიც. YDZ Sera-ს განხორციელებული აქვს მსხვილი პროექტები ყაზახეთში, უზბეკეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სხვა ქვეყნებში.

სათბურების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურვილი აქვთ, მათი ტექნოლოგიები და დაგროვილი ცოდნა საქართველოშიც გამოიყენონ და შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ამ სექტორში ინვესტიციის განხორციელების მსურველ ბიზნესმენებს.

ასოციაციის თავმჯდომარემ, ოქტაი ოზთურქმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული სახელმწიფო დახმარების პროგრამების შესახებ და სტუმრებს ასოციაციის მიერ სახელმწიფო დახმარების პროგრამებისა და მათი იმპლემენტაციის შესახებ დაბეჭდილი  წიგნაკები გადასცა.

მადლობას ვუხდით სტუმრებს ვიზიტისათვის და ასოციაციის სახელით გამოვხატავთ მზადყოფნას, მომავალშიც მუდამ აღმოვუჩინოთ დახმარება.