26 ნოემბერს ასოციაციას ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ბატონი ერქუთ ჩელები და პალატის წარმომადგენლები ავეჯის სექტორიდან.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა, კომპანია GT Deco-ს მმართველმა პარტნიორმა, ბატონმა სერჰან უჩანმა ავეჯის სექტორში მოღვაწე ბიზნესმენებს საქართველოს ავეჯის ბაზარზე არსებული ვითარება გააცნო. ხოლო ასოციაციის თავმჯდომარემ მათ ამ მიმართულებით საქართველოში ინვესტიციის განხორციელების, ახალი ბრენდის შემოყვანის, საბაჟო და საგადასახადო წესებისა და ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური სურათის შესახებ მოახსენა.
🤝 ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით ტრაპიზონის დელეგაციას ვიზიტისათვის.