ვიზიტი კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯიაში“

16 მაისს ასოციაციის წევრს, ჰოლდინგ „ბიოდიზელი ჯორჯიას“ მმართველ პარტნიორს, ბატონ მურმან პატარაიასთან შეხვედრა გავმართეთ.

შეხვედრაზე განვიხილეთ ჰოლდინგის ფარგლებში არსებული ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და სტარტაპ პროექტები, რაც ეხება ნარჩენების მართვასა და ცირკულარულ ეკონომიკას. „ბიოდიზელი ჯორჯიას“ წარმომადგენლებს გავაცანით ის შესაძლებლობები, რომელსაც თურქეთის ბაზარი იძლევა, როგორც გადამამუშავებელი საწარმოების ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე დაგროვილი ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარების კუთხით.

შეხვედრის ბოლოს ბატონმა ოქტაი ოზთურქმა ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ჰოლდინგის მენეჯმენტს შესაძლო ცვლილებებსა თუ დამატებებზე იდეების გაზიარება სთხოვა.