დღეს, გურთიადის ორგანიზებით, ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა სემინარი აქტუალურ თემაზე – ,,შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელსაც წარუძღვნენ ჩვენი ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, იურიდიული კომპანიის ,,LegaLinc Lawyers” დამფუძნებელი პარტნიორი, სამართლის მაგისტრი, ადვოკატი მარიანა სისვაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სამართლის ფილოსოფიასა და საკონტიტუციო სამართალში, სამართლის დოქტორანტი ნიკოლოზ წერეთელი.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, განხილულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მნიშვნელოვანი საკითხები. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
ასოციაციის სახელით, გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას მომხსენებლებისადმი, გაწეული ძალისხმევისათვის და აგრეთვე, თითოეული დამსწრისადმი, ინტერესისა და ჩართულობისათვის.
ჩვენის მხრივ, გავაგრძელებთ მსგავს აქტუალურ თემატიკასთან დაკავშირებით წევრი კომპანიების ინფორმირებას და სასარგებლო აქტივობების განხორციელებას.
ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ,,შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ (GÜRTİAD) მოამზადა საინფორმაციო გზამკვლევი, რომელშიც მიმოხილულია კანონის ძირითადი მოთხოვნები, გასავლელი პროცედურები და დამსაქმებლისა და დასაქმებულის ვალდებულებები.
ნაკლების ჩვენება

