კვალიფიციური კადრების ნაკლებობა საქართველოში უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად ითვლება. ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნის და შეთავაზებული კარგი ანაზღაურებისა თუ პირობების მიუხედავად უცხოურ კომპანიებს კადრების მოძიება უჭირთ და არსებული დანაკლისის შევსება ძირითადად უცხოეთიდან ჩამოყვანილი პერსონალით უხდებათ. აღნიშნული საკითხი აქტუალურია თურქ ბიზნესმენებს შორისაც. თურქი ბიზნესმენები, თურქული ინდუსტრიული წარმოებები, სამშენებლო სექტორი და მომსახურების სფერო ყოველდღიურად განიცდის კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას საქართველოში.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ წევრი კომპანიების ბაზაზე პროფესიული განათლების და დასაქმების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი. პროგრამის ფარგლებში ასოციაციასა და პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯი “სპექტრი”-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანმა და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ დღეს 23 მარტს მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად კოლეჯის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან და ასევე დასაქმდებიან თურქულ საწარმოებში. კოლეჯი ბიზნესის მოთხოვნით ასევე უზრუნველყოფს კადრების გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ პროფესიებს და დასაქმდნენ ისეთ სექტორებში როგორიც არის სამშენებლო ინდუსტრია, სარემონტო საქმე, შრომის უსაფრთხოება, ავეჯის წარმოება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება და მონტაჟი, კაბელების წარმოება, მინის წარმოება, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა. კოლეჯისა და ასოციაციის თანამშრომლობის შემდგომი ეტაპისთვის იგეგმება სპეციალისტების თურქეთიდან მოწვევა და ასევე ქართველი სტუდენტების გაგზავნა პრაქტიკებზე თურქეთში.
პროგრამის მხარდაჭერის მიზნით #გურთიადის წევრმა კომპანია #ბეკომ გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით, სრულად მოაწყოს კოლეჯის ერთ-ერთი ლაბორატორია. აუდიტორია სრულად აღიჭურვება ბეკოს ფართო სპექტრის საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკით და სტუდენტები ლოკალურად გაივლიან პრაქტიკულ სწავლებებს ტექნიკის მონტაჟისა თუ შეკეთების კუთხით.
კოლეჯში სტუმრობისას გურთიაიდს მმართველი საბჭოს წევრებმა და თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ეფეს საქართველო • Efes Georgia, Beko, O&K Building Company GEORGİA, VESTEL GEORGIA, #სოლიდორტოპედი, #ვინპაკბათუმი, დაათვალიერეს სკოლის ბაზა, აუდიტორია – ლაბორატორიები, დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროგრამებსა და კურსებს. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.