2022 წლის 6 ივნისს, საქართველოში გურთიადმა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ორანიზაციაში შემავალი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრები აჰმეთ ქაჰრამანი, მეჰმეთ მელექი, ოღუზ ილდირიმი, სერქან დერიში, მუსტაფა თაბაქოღლუ.
შეხვედრა ბ-ნ ოსმან თურანმა მილოცვით დაიწყო. მან ბ-ნ ოსმან ჩალიშქანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. ბ-ნ ოსმან ჩალიშქანმა კი თავისმხრივ აღნიშნა რომ გურთიადი პირველი თურქული ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც საქართველოში დაფუძნდა და ასევე მოიგონა მისი დამფუძნებელი ბ-ნ ქენან ილდირიმი.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა, თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს საქმიანობა, მომავალი პროექტები და სიახლეები. თავმჯდომარემ მასპინძლებს გაუმხილა საკუთარი ხედვები ორგანიზაციასთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის ლოგისტიკას, ენერგეტიკას, ვაჭრობას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს.