2022 წლის 29 ივნისს გურთიადს სტამბოლის ქიმიკატების ექსპორტიორთა ასოციაციის დელეგაცია ეწვია. ასოციაციაში გამართულ მიღებას გურთიადის თავმჯდომარე ოსმან თურანი, წევრები შევქეთ დემირი (შპს დემირ) და ლევენთ სანდალჯი (ნობელ ილაჩ) დაესწრნენ.
შეხვედრისას მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოს ჯანდაცვის და სააფთიაქო სექტორი, ფარმაცევტული სექტორი, სადაზღვეო ბაზარი, მედიკამენტების იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულება და ყველა ამ მხრივ არსებული პოტენციალი.