14 მარტს Loialté-ს ვესტუმრეთ, რომელიც არის პირველი ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს (ხარისხის მართვის სისტემა) ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.
Loialté-ს მმართველმა პარტნიორმა, ქ-ნ შორენა ასაბაშვილმა გურთიადის მმართველი საბჭოს წევრებს კომპანიის საქმიანობა გააცნო.
კომპანია 2016 წლიდან მუშაობს, ხოლო 2018 წელს ჩატარებული რებრენდინგის ფარგლებში Loialté-ს სახელით დაიწყო ოპერირება და საქართველოში- თბილისსა და ბათუმში ორი ფილიალით, უზბეკეთში კი ერთი ახლადგახსნილი ფილიალითა და 80-ზე მეტი თანამშრომლით ფინანსური აუდიტის კუთხით მოწინავე კომპანია გახდა. კომპანიაში მოქმედებს დისტანციური და არა დისტანციური აუდიტორული მომსახურება.
კომპანიის მისიაა უზრუნველყოს კლიენტთა კომფორტი, ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები Loialté-სთან თანამშრომლობენ.
Loialté-ს კიდევ ერთი საქმიანობის სფეროა კომპანიის შიგნით არსებული სატრეინინგო ცენტრები. კორპორატიული ტრენინგები; გაყიდვები; მომსახურების სტანდარტები; excel-ის კურსები, ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რასაც ცენტრი გვთავაზობს.
Loialté არის EBRD-სა და სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ კონსულტანტი და ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში ბენეფიციარ კომპანიებს ბუღალტრული და იურიდიული მიმართულებით კონსულტაციებს უტარებს.
ქალბატონმა შორენამ აღნიშნა, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, Loialté-ს კლიენტები, რომელთაც ბანკში ანგარიში აქვთ გახსნილი, სესხებზე ფასდაკლებით სარგებლობენ.
გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ქალბატონ შორენას კომპანიის საქმიანობის გაცნობისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას პროფესიულ საქმიანობაში.
*ახლო მომავალში დავაანონსებთ ინფორმაციას Loialté-ს სემინარზე ჩვენი წევრებისათვის