04 აპრილს, საგამოფენო კომპანია TÜYAP საქართველოს ვეწვიეთ, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან მოღვაწეობს.
TÜYAP საქართველოს დირექტორი, სამირ გასანოვი ამავდროულად ჩვენი წევრი ავეჯის მწარმოებელი კომპანია SamGroup-ის ერთ-ერთი პარტნიორი გახლავთ.
TÜYAP-ის საგამოფენო ცენტრები მდებარეობს სტამბოლში, ადანაში, ბურსაში, კონიასა და სამსუნში, ის არის პირველი და ყველაზე დიდი საგამოფენო კომპანია თურქეთში. კომპანია აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ყაზახეთში ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობს.
თურქეთში დაარსებული საგამოფენო კომპანიის თბილისის ფილიალის ძირითადი საქმიანობის სფერო გამოფენებზე ქართული კომპანიების დასწრების უზრუნველყოფა და ბიზნესმენების პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან შეხვედრაა. საქართველოს ბაზარზე მომუშავე კომპანიების დასწრება სექტორის მიხედვით რელევანტურ გამოფენებზე ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან მსხვილ გამოფენებზე B2B შეხვედრები ტარდება და მაღალია ახალი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობა.
TÜYAP, სტამბოლში მდებარე საგამოფენო ცენტრთან ახლოს სასტუმროს, TÜYAP Palace-ს ფლობს, რაც დიდ უპირატესობას აძლევს კომპანიას, მთელი დღის განმავლობაში გამოფენაზე დამსწრე ბიზნესმნებს კი კომფორტს სთავაზობს.
კომპანია თურქეთის გარდა გამოფენებს მართავს ალჟირში, სერბეთში, პოლონეთში, საფრანგეთსა და იტალიაში.
გამოფენაზე დასწრების მსურველ თურქულ კომპანიებს, რომელთაც საქართველოში ფილიალი აქვთ გახსნილი, შეუძლიათ ისარგებლონ თურქეთის სახელმწიფო პროგრამით და მოიპოვონ ხარჯების 50-60%-მდე დაფინანსება. საქართველოში დაარსებულ კომპანიებს კი საზღვარგარეთ გამოფენებზე მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ დაფინანსება მოიპოვონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით.
ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით ჩვენს ერთ-ერთ სტაჟიან წევრს, TÜYAP საქართელოს დირექტორს, სამირ გასანოვს და წარმატებებს ვუსურვებთ მას.
*გთხოვთ იხილოთ TÜYAP-ის გამოფენების კალენდარი 2024 წლის აპრილისა და მაისის თვეებისათვის