17 აპრილს შეხვედრა ჩავატარეთ საქართველოში მოწინავე 3 იურიდიული კომპანიიდან უპირველესის, BLC Law Office-ის დამაარსებელთან, ალექსანდრე ბოლქვაძესთან და მის პარტნიორ ლაშა უფლისაშვილთან.
BLC Law Office დაარსდა 2000 წელს და უკვე მომავალ წელს აღნიშნავს წარმატებული საქმიანობის 25 წლის იუბილეს, რაც მეოთხედ საუკუნეს უდრის. BLC ერთიანებს 30 ადვოკატსა და ორ ფილიალს- თბილისსა და ბათუმში.
1997 წელს, ბატონი ალექსანდრეს პირველი თურქი კლიენტი მინა (შიშეჯამი) გახდა, რასაც შემდეგ მოჰყვნენ ისეთი დიდი თურქული კომპანიები, როგორებიცაა ნუროლი (შერატონ ბათუმი), იშ ბანკი, ჯორჯია ურბან ენერჯი და ეფეს ჯორჯია. ბატონმა ალექსანდრემ მისი პრაქტიკიდან გამომდინარე აღნიშნა თურქული კორპორაციული კულტურისა და თურქი სპეციალისტების მიერ დაგროვილი ცოდნის მნიშვნელობა, ასევე ხაზი გაუსვა თურქული კომპანიების სანდოობასა და მათ მიერ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული მულტიმილიონ დოლარად შეფასებული პროექტებს.
კომპანია BLC მოიცავს იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს, წამყვან მიმართულებებს კი წარმოადგენს ენერგეტიკა, კაპიტალის ბაზრები, არბიტრაჟი, უძრავი ქონება და მშენებლობა.
ქვეყანაში განხორციელებული კაპიტალის ბაზრების ტრანსაქციების 90% და განახლებადი ენერგიების პროცედურების 70-80% იურიდიულად შესრულებულია BLC-ს მიერ.
BLC-ს მმართველი გუნდი აგრეთვე გახლავთ საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის სავაჭრო პალატების მმართველი საბჭოს წევრები.
BLC law Office-ის დევიზი ბაზარზე მოთამაშე კონკურენტებზე ერთი საფეხურით მაღლა დგომაა, რასაც კომპანია წარმატებით ახორციელებს.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ალექსანდრე ბოლქვაძესა და ლაშა უფლისაშვილს ინფორმატიული შეხვედრისათვის და გაცხადებთ, რომ ჩვენთვის საამაყოა BLC-ს მსგავსი ლიდერი კომპანიების წევრობა.