2023 წლის 31 მაისს, ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ოსმან თურანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, ბატონი ალი ქაან ორბაის თანამონაწილეობით მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, ბატონ დავით ფაცაციას.
ბატონ მინისტრს ახლდნენ პირველი მოადგილე, ბატონი გურამ მისაბიშვილი და მრჩეველი, ბატონი ნიკა ბუთბაია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი, მეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას.
ვიზიტის ბოლოს ბატონმა ფაცაციამ გურთიადის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.