2023 წლის 08 დეკემბერს ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ოქტაი ოზთურქი, მმართველი საბჭოს წევრები: ბატონი ოღუზ ილდირიმი, ქალბატონი სევჯიჰან იავუზი და ასოციაციის გენერალური მდივანი, ქალბატონი ირინა კოლესნიკოვა ესტუმრნენ ანადოლუ ჯგუფში შემავალი კომპანიის, Efes საქართველოს გენერალურ დირექტორს, ბატონ ველი დინჩელს. შეხვედრაზე Efes საქართველოს მხრიდან იმყოფებოდნენ ბატონი ველი დინჩელი და ბატონი ბურაქ ალბაირაქი.
1) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შეიქმნას დასაქმების პლატფორმა გურთიადის წევრ კომპანიებს შორის.
2) გადაწყდა, რომ დაიწყება მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ წევრად აყვანილ იქნას უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ძირითადად თურქეთთან თანამშრომლობს.
3) განისაზღვრა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ესაჭიროება ნარჩენი წყლების მართვის პროექტი სამრეწველო სექტორში და აღინიშნა, რომ ჩვენი წევრები და ბიზნესმენები თურქეთიდან მზად არიან ამისათვის.