თეა სიმონია GÜRTİAD-ს ეწვია

 2023 წლის 10 ნოემბერს ასოციაციას გაცნობითი ხასიათით ეწვია ააიპ „მარიკა – ღირსეული სიცოცხლისათვის“ ორგანიზაციის დამფუძნებელი, აგრეთვე „თბილისის ბავშვთა სახლის“ ფილიალის უფროსი ქ-ნ თეა სიმონია.

ასოციაციის მხრიდან შეხვედრას დაესწრო გურთიადის თავმჯდომარე ბატონი ოქტაი ოზთურქი და მმართველი საბჭოს წევრები, ქალბატონი სევჯიჰან იავუზი და ბატონი ოღუზ ილდირიმი.

შეხვედრისას საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს დახმარების კუთხით.

ასოაციაციის სახელით მადლობას ვუხდით ქალბატონ თეას სტუმრობისათვის და წარმატებებს  ვუსურვებთ მას საქმიანობაში.