2023 წლის 01 ნოემბერს ასოციაციას გამოსამშვიდობებელი ვზიტით თურქეთის საელჩოს სავაჭრო მრჩეველი ბ.ნ აჰმეთ დარჩინი ეწვია.
ასოციაციის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ გურთიადის თავმჯდომარე ბატონი ოქტაი ოზთურქი და მმართველი საბჭოს წევრები: ოღუზ ილდირიმი, მარიანა სისვაძე, ჰუსეინ უზუნი, ისმაილ დურსუნი, სერჰან უჩანი და სევჯიჰან იავუზი.
დიპლომატს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და გურთიადის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქარი გადავეცით.
ასოციაციის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ დიპლომატიურ საქმიანობაში.