2022 წ. 18 ოქტომბერს სასტუმრო „Tbilisi Marriot’’-ში გაიმართა თურქ ბიზნესმენთა ასოციაციისა (#გურთიადი) და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ერთობლივი ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ვაჭრობის ატაშე ბ-ნ აჰმეთ ჯ. დარჩინ, ბიზნეს ომბუდსმენი ბ-ნ ოთარ დანელია, ასოციაციის თავმჯდომარე ბ-ნ ოსმან თურანი, მმართველი საბჭოს წევრები და გურთიადის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიება სიტყვით გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ, რომელმაც სტუმრებს GÜRTİAD-ისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენმა მადლობა გადაუხადა GÜRTİAD-ს ღონისძიების ორგანიზებისთვის, აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და შესაბამისად თურქი ბიზნესმენების წინაშე მდგარი გამოწვევები მნიშვნელოვანია.
კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელებულ შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორებში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები იქნა განხილული. ასოციაცია მადლობას უხდის ბიზნეს ომბუდსმენს ბ-ნ ოთარ დანელიას ღონისძიებაში მონაწილეობის და ასევე ქართულ – თურქულ ბიზნეს ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის.