შეხვედრა მწერალსა და მთარგმნელ ქევსერ რუჰისთან

 

14 ნოემბერს, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ მწერალსა და მთარგმნელ ქევსერ რუჰისთან (ქეთი ხანთაძე) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურთიადის მხრიდან ქალბატონი სევჯიჰან იავუზი დაესწრო.

შეხვედრაზე მთარგმნელმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და განიხილა ქართულ ენაზე თარგმნილი მოთხრობათა ორი კრებული „ქარვის ქალები“ და „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“.

თურქეთის მიწაზე დაბადებული მწერალი ქართველობას გულით ატარებს და მონატრების სევდა სულ თან ახლავს.