თურქოლოგიის ასოცირებული პროფესორი სალიჰ უჩაქი გურთიადს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია

დღეს გურთიადს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია 5 წლის განმავლობაში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მიმართულების თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი, ბატონი სალიჰ უჩაქი.
ჩვენ ახლოს ვიცნობთ მის მიერ შეტანილ წვლილს თურქულ-ქართული კულტურის განვითარებაში და საჯარო დიპლომატიის სფეროში.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ სალიჰს მისი ნაშრომებისათვის, რომელთაც ორი ქვეყნის ენობრივ და ლიტერატურულ ურთიერთობებში მტკიცე როლი უკავია და ვუსურვებთ მას წარმატებებს ახალ პროფესიულ საქმიანობაში.