2022 წლის 10 სექტემბერს, რესტორან შერვუდში ბატონ ელჩსა და ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, თითქმის ყველა აქტიური ბიზნეს სექტორი, ამ სექტორების პერსპექტივები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
გურთიადის და ჩვენი წევრების სახელით, გვსურს კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ბატონ ელჩს, ალი ქაან ორბაის მობრძანებისთვის.