27 ნოემბერს ასოციაციამ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ბატონ ფარუქ ჩელიქსა და თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი ალი ქაან ორბაი და საელჩოს მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, ქალბატონი იაღმურ დემირელი დაესწრნენ, წარდგენილ იქნა გურთიადის პროექტი სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით და განხილულ იქნა გამოწვევების აღმოფხვრის გზები.
გვჯერა, რომ თურქული და ქართული მხარეების მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ მეტად ეფექტური გავხადოთ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ეს უმნიშვნელოვანესი გამშვები პუნქტი.
გურთიადის სახელით, მადლობას ვუხდით საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასა და საელჩოს წარმომადგენლებს ვიზიტისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ პროფესიულ საქმიანობაში.

