გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თურქეთის საელჩოს პირველ და მეორე მდივნებთან

2024 წლის 9 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გაცნობითი შეხვედრა ჩავატარეთ საელჩოს პირველ და მეორე მდივნებთან, ქ-ნ მელიქე ილმაზთან და ქ-ნ შეიდა ჯენგიზთან. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის ელჩიც ესწრებოდა.

ასოციაციის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ილმაზსა და ჯენგიზს პროფესიულ საქმიანობაში.