გაცნობითი ხასიათის შეხვედრა „ეფეს საქართველოს“ ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორთან

 გუშინ, „ნატახტარის“ ბრენდის ლუდისა და ლიმონათების მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველოს“ ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორს, ბატონ ბურჩ ქურთოღლუს გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვეწვიეთ.

მივიღეთ ინფორმაცია საქართველოს ლუდისა და ლიმონათების ბაზარზე ლიდერი კომპანიის სამომავლო გეგმების, ასევე გენერალური დირექტორის ხედვისა და მიზნების შესახებ.

შეხვედრას „ეფეს საქართველოს“ ფინანსური დირექტორი, ქალბატონი დილარა ერდოღანიც დაესწრო.

ასოციაციიის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ქურთოღლუს ახალ პოზიციაზე!