დღეს, იშ ბანკი საქართველოს ახალ გენერალურ დირექტორთან, ბატონ ონურ ქუთუქთან, რომელიც ამ პოზიციაზე იშ ბანკი კოსოვოს რეგიონალური დირექტორობიდან დაინიშნა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ.
ბატონ ონურ ქუთუქს აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო საბანკო სექტორში, ის გახლავთ კოსოვოს ბანკების ასოციაციისა და კოსოვო-თურქეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი. წარსულში კი იკავებდა იშ ბანკი საქართველოსა და იშ ბანკი რუსეთის მმართველი საბჭოს წევრის პოზიციას.
ბატონ ონურს გავაცანით გურთიადის წევრები და ჩვენი საქმიანობა, მან კი ბანკის განვითარებასთან დაკავშირებით მისეული ხედვა და გეგმები გაგვიზიარა.
ასოციაციის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ქუთუქს ახალ პოზიციაზე, ასევე წარმატებებს ვუსურვებთ შეხვედრაზე დამსწრე მოადგილეებს, ბატონ ჰუსეინ ქარაბულუთსა და აბდულვაჰაფ დოღანს.