26 ივლისს გურთიადის თავმჯდომარე, ბატონი ოქტაი ოზთურქი და მმართველი საბჭოს წევრები გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ეწვივნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ახლადდანიშნულ მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში, ქალბატონ იაღმურ დემირელსა და მის მოადგილეს, ბატონ აბდულლა ოსმანოღლუს და მათ გადასცეს ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნაკი საქართველოში ინვესტირების მიმართულებით არსებული შესაძლებლობებისა და ბიზნეს კლიმატის შესახებ.
გურთიადის მმართველმა საბჭომ ქალბატონ დემირელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და უსურვა წარმატება.