2023 წლის 17 ნოემბერს, სასტუმრო Tbilisi Marriott-ში გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ჩატარდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტირების დეპარტამენტის უფროსის, ბატონი დავით ტავლალაშვილისა და საქართველოს განვითარების ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის, ბატონი დიმიტრი ხორავას მიერ.
სემინარს გურთიადის თავმჯდომარე, ბატონი ოქტაი ოზთურქი, მმართველი საბჭო და წევრი კომპანიების დირექტორები დაესწრნენ.
სემინარის თემები საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და საქართველოს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსების შესაძლებლობები იყო.
ღონისძიების დასასრულს გურთიადის წევრებისათვის ჩატარებული საინტერესო და პროდუქტიული სემინარისთვის ბატონ დავითსა და ბატონ დიმიტრის მადლობის ნიშნად სიგელები გადავეცით.
აგრეთვე მადლობის სიგელი გადავეცით ბატონ ოსმან თურანსა და წინა მოწვევის მმართველი საბჭოს წევრებს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მიღწეული წარმატებების შედეგად დატოვებული იმიჯისათვის.