გურთიადის ტრადიციული საახალწლო საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, თურქეთის სხვადასხვა ქალაქის მერები და პარლამენტის წევრები, ქართული და საქართველოში მცხოვრები თურქული ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები, კიდევ ერთხელ, საზეიმო ვითარებაში ჩატარდა.
ღონისძიებაზე, მსმენელებს, ბრწყინვალე მუსიკალური პერფორმანსი შესთავაზეს თურქული პოპ-მუსიკის ვარსკვლავებმა, ფერდა ანილ იარქინმა და ოზან ორჰონმა. საღამოს, ასევე, განსაკუთრებული ხიბლი შეჰმატა თურქული ტრადიციული საკრავის, ბაღლამას ოსტატის, სერდარ არმაღანის ოსტატურმა შესრულებამ, აგრეთვე, ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „ლამპარისა” და აღმოსავლური ცეკვების წარმოდგენამ.
გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით, გულითადი მადლიერება გამოვხატოთ თითოეული საპატიო სტუმრისადმი და ვუსურვოთ მათ ბედნიერი, წარმატებული და მშვიდობიანი 2026 წელი!

