„ეფეს საქართველოს“ ადამიანური რესურსების დირექტორი, ბატონი ბურაქ ალბაირაქი გურთიადს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია

25 მარტს „ეფეს საქართველოს“ ადამიანური რესურსების დირექტორი, ბატონი ბურაქ ალბაირაქი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით გვეწვია. ბატონი ბურაქი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ბურაქს გურთიადის დასაქმების პლატფორმის შექმნაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, წლების მანძილზე გამოჩენილი მხარდაჭერისა და მეგობრული დამოკიდებულებისათვის.
პროფესიულ საქმიანობაში ულევ წარმატებებს ვუსურვებთ და ვაცხადებთ, რომ მუდამ გამოვხატავთ მხარდაჭერას მის მიმართ.