ვიზიტი ანკარა სტაილში

14 თებერვალს ასოციაციის უძველეს წევრს, თბილისის ყველაზე ცნობილი თურქული რესტორნის, ანკარა სტაილის მფლობელს, ბატონ იუსუფ თოსუნოღლუს ვეწვიეთ.

1999 წელს თბილისში გახსნილი პირველი თურქული რესტორანი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და პროფესიონალი გუნდით წლების მანძილზე ხარისხის სიმბოლოდ იქცა.

ანკარა სტაილი დაარსების დღიდან ასოციაციის მხარდამჭერია და წლების მანძილზე უამრავჯერ გაგვმასპინძლებია ჩვენ და ჩვენს წევრებს საქმიან ვახშამზე თუ სხვა სახის შეკრებებზე. ამისათვის მადლობას ვუხდით რესტორნის გუნდსა, ბატონ იუსუფსა და მის პარტნიორს, ბატონ ოზჯან ალთინქაიას და ვუსურვებთ არსებული ხარისხისა და სტანდარტის მუდამ შენარჩუნებას.