5 აპრილს, ასოციაციის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი და გენერალური მდივანი ირინა კოლესნიკოვა საქართველოში ყველაზე მსხვილ საინვესტიციო სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ ეწვივნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თორნიკე ზირაქიშვილი; ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ირინე მგალობლიშვილი.
- მათ დიდი სიხარულით მიიღეს ჩვენი მოწვევა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 19 აპრილს, 18:00 საათზე სასტუმრო Swiss Otel-ში. წიგნი ატარებს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის წარდგენით ხასიათს
- საქართველოსათვის პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორები შემდეგნაირად განისაზღვრა:
- სასტუმროები და უძრავი ქონება
- IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები)
- ლოჯისტიკა, პორტები და გადაზიდვები
- მსუბუქი მრეწველობის მიმართულებები
- განახლებადი ენერგიები
- სოფლის მეურნეობა
- სააგენტო, სესხით მოსარგებლე ინვესტორებს პროექტის ღირებულების 80%-მდე (მაქსიმუმ 8 მლნ ლარი) გარანტირებას უზრუნველყოფს და ამით უადვილებს მათ სესხის აღებას. პროექტის მაქსიმალური ღირებულება სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირებისას 5 მლნ ლარით განისაზღვრება
- ამის გარდა კომპანიებისათვის მოქმედებს ტრეინინგები მენეჯმენტში და ბრენდინგისათვის და სერტიფიკატების აღებისათვის გრანტის სახით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა
- სააგენტოს მეშვეობით, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს საზღვარგარეთ გამოფენებზე მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ ხარჯების 90%-მდე დაფინანსებით ისარგებლონ. ეს დაფინანსება ვრცელდება თურქეთში გამართულ გამოფენებზე დასწრების შემთხვევაშიც
- როგორც დაფინანსების მოცულობიდანაც ცხადია, სააგენტოს ხელშეწყობა უმეტესად საშუალო ბიზნესებზეა მომართული
- შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან არასამთავრობო ორგანიზაცია გურთიადსა და „აწარმოე საქართველოში“-ს შორის ურთიერთანამშრომლობის გაზრდის შესახებ
„აწარმოე საქართველოში“-ს გარდა, სოფლის განვითარების სააგენტო (Rural Development Agency) და საქართველოს განვითარების ფონდიც (Georgian Development Fund) ბიზნესებს დახმარებას უწევენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციის სახელით, თურქი ბიზნესმენებისათვის თურქულ და ინგლისურ ენებზე გამოვეცით წიგნი (გზამკვლევი საქართველოში სახელმწიფო დახმარების პროგრამებსა და რეგულაციებზე) რომლის პრეზენტაციაც გაიმართება 19 აპრილს, 18:00 საათზე სასტუმრო Swiss Otel-ში, და დაურიგდება ჩვენს წევრებს.