ვიზიტი ბეკოში

 8 თებერვალს ჩატარდა შეხვედრა გურთიადის დაარსების დროიდან დღემდე უამრავი მნიშვნელოვანი წვლილის მქონე წევრი კომპანიის, თურქული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდ „ბეკო საქართველოს“ დირექტორთან, ბ-ნ მეჰმეთ მელექთან და ბ-ნ გორქემ გაზიოღლუსთან.

„ბეკო“, 1,200 სახეობის პროდუქციასა და 9 ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს. კომპანიას  საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო ობიექტი აქვს, აქედან 41 მონობრენდული მაღაზიაა (8 მაღაზია მათ მფლობელობაშია) და 57 გადამყიდი. ამას გარდა „ბეკოს“ პროდუქცია „მეგატექნიკას“ გარდა ყველა ქსელურ ტექნიკის მაღაზიასა და 44 ონლაინ მაღაზიაშია წარმოდგენილი.

  • შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი რეგულაციები სექტორში. უახლოეს მომავალში ყველა სახის ელექტრონულ საქონელზე ქართული სტიკერიც დაეკვრება და გამოყენების ინსტრუქციაში აუცილებელი გახდება ქართული ენის დამატება
  • სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის გარანტიის არმქონე პროდუქციის კონტროლი იზრდება
  • ხაზი გაესვა სოციალური აქტივობების მნიშვნელობას მომხმარებლის კმაყოფილების კუთხით. კომპანია „ბეკო“ ყოველ წელს, 8 მარტს- ქალთა საერთაშორისო დღესთან და 3 მარტს- დედის დღესთან დაკავშირებით მაღაზიაში შესულ ყოველ ქალბატონს ყვავილებს ჩუქნის და ამით კეთილმეგობრულ ატმოსფეროს ქმნის

 

ბატონმა მეჰმეთ მელექმა გურთიადს ურჩია ახალ კანონებთან დაკავშირებით სემინარების ჩატარება და თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისში სამსახურეობრივი მივლინების დაგეგმვა, პოტენციური წევრების მოძიების მიზნით. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმერეთის რეგიონში ვიზიტისას „ზირაათ ბანკის“ ქუთაისის ფილიალის მონახულების შესახებ.

ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ მეჰმეთ მელექს ნაყოფიერი შეხვედრისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალში.