20 თებერვალს, გურთიადის თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა, მმართველი საბჭოს წევრმა, ქალბატონმა სევჯიჰან იავუზმა და ასოციაციის წევრი კომპანია Geo Olive-ის პარტნიორმა და დირექტორმა, ბატონმა ქემალ ქაჰრამანმა „იმერეთის აგრო ზონა“ მოინახულეს.
„იმერეთის აგრო ზონა“ მიზნად ისახავს წყალტუბოში 159, ბაღდათში კი 61 ჰექტარ მიწაზე საშუალო და მაღალტექნოლოგიური სათბურების აშენებას, პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით სათბურები აშენებული არ არის, ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა კი სახელმწიფოს მიერ იქნება უზრუნველყოფილი.
აგრო ზონის სასათბურე მეურნეობები იქნება აღჭურვილი ძირითადი ინფრასტრუქტურით, ფერმერები ისარგებლებენ 180 მეგავატამდე ელექტროენერგიით და 70 მილიონი მ³ ბუნებრივი აირით.
„იაზ“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტექნოლოგიურ სათბურებში ინვესტიციის ჩადების, იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულად სრულად მოწყობილი ნაკვეთის შეძენისა და ბოსტნეულის, მწვანილეულის, კენკრის, ყვავილებისა და სხვა მრავალი სახეობის პროდუქტის მოყვანის შესაძლებლობას.
„იმერეთის აგრო ზონის დირექტორმა“, ბატონმა არჩილ ბუკიამ და პროექტის კოორდინატორმა, ბატონმა გიორგი ჭკუასელმა ვიზიტორებს ტერიტორია დაათვალიერებინეს.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ არჩილსა და ბატონ გიორგის და ვუსურვებთ მათ პროექტის წარმატებით განხორციელებას