გურთიადის მმართველი საბჭო ესტუმრა ჩვენს წევრ სავაჭრო კომპანია „დაფნა“-ს, რომელიც საკვები პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს. „დაფნა“ ახორციელებს საქართველოს ბაზარზე ისეთი ცნობილი საკვები პროდუქტების ბრენდების იმპორტს, როგორიცაა „ჩაი მარიამი“; „ვიტამი“ და „ჩვენი სუფრა“. ამასთან კომპანიის მფლობელობაში არსებული შაქრის ქარხანა „აგარა“ ინარჩუნებს ქვეყანაში ლიდერის პოზიციას.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით კომპანიის დირექტორს, ბატონ ელჰან ალიზადესა და მის თანამშრომლებს იმისათვის, რომ ქვეყანას ძირითადი საკვები პროდუქტებით ამარაგებენ და წარმატებებს ვუსურვებთ საქმიანობაში