ვიზიტი კომპანია East and West-ში

პარასკევს ვესტუმრეთ ჩვენს წევრ კომპანია East and West-ს, რომელიც 2019 წლიდან მათ საცალო სავაჭრო ობიექტზე კლიენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო პროდუქციას საბითუმო ფასად.
ast and West-ი გვთავაზობს ქსელურ მაღაზიებში წარმოდგენილ კოსმეტიკურ, საყოფაცხოვრებო, ჰიგიენურ საშუალებებს და პლასტმასის პროდუქციას საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. კომპანია თბილისში არსებული მაღაზიიდან ამარაგებს სხვა ქალაქებსაც.
მაღაზიაში წარმოდგენილია თურქული, გერმანული, რუსული, პოლონური და უკრაინული პროდუქცია.
ამის გარდა, East and West პროდუქციით ამარაგებს კაფეებს; რესტორნებს; სკოლებსა და საავადმყოფოებს. დიდი სასტუმროებისათვის ამზადებს ერთჯერად პროდუქციას: ჩუსტებს, შამპუნებს, საპნებს და ა.შ.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ალი ჩელიქს მასპინძლობისათვის და ვუსურვებთ მას წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.