გუშინ, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (გურთიადი) დამაარსებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ცხონებული ქენან ოსმან ილდირიმის მიერ 34 წლის წინ დაარსებული კომპანია O&K Building-ის ისტორია გვიამბო და კომპანიის საქმიანობის სფეროების შესახებ გვესაუბრა ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბატონი ოღუზ ილდირიმი.
კომპანიამ სამშენებლო სექტორში საქმიანობა 1990 წელს დაიწყო. ეწეოდა თურქეთიდან საქართველოში სამშენებლო მასალებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს. აშენებული აქვს სასტუმრო და საავადმყოფო. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, თბილისის იუსტიციის სახლი და კიდევ მრავალი დაწესებულება ლიფტების სრული აღჭურვილობით მოაწყო. ამჟამად კომპანია O&K Building-ი საქართველოში ინფრასტრუქტურის სამშენებლო მასალების საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული და მისი პროდუქციის კატალოგში სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული მილები, ურდულები და ფიტინგები შედის.
კომპანია დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ამარაგებს საჭირო მასალებით, ასევე გვთავაზობს ტექნიკურ აღჭურვილობასაც. O&K Building-ი 100%-ით თურქული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ცალკეული პროექტების ფარგლებში დაინტერესებულ პირებს პარტნიორობასაც სთავაზობს.
მათ მიმდინარე პროექტებს შორისაა საქართველოს რამოდენიმე კუთხეში სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის მასალების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა, ამის გარდა კომპანია თურქეთის ქალაქ სამსუნში მდებარე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფლობს პლასტმასის საწარმოს, იქ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი საქართველოში რეალიზდება.
O&K Building გახლავთ სამშენებლო მასალების მწარმოებელი 13 თურქული კომპანიის დისტრიბუტორი საქართველოში და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გაზმომარაგების კომპანია, SOCAR Georgia, ასევე ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ახალციხეში, თელავსა და გორში არსებული წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების კომპანიებთან.
კომპანიაში დასაქმებულია 12 თანამშრომელი.
გურთიადის სახელით, ჩვენს უძველეს და საყვარელ წევრს, ბატონ ოღუზსა და მის გუნდს ვუსურვებთ წარმატებებს და მადლობას ვუხდით 25 წლის მანძილზე ასოციაციისათვის გამოხატული მხარდაჭერისათვის.