19 სექტემბერს ვეწვიეთ ჩვენს წევრებს, ქალბატონ ქერიმან აქდენიზსა და გულთექინ მუსტაფაევას კომპანია Wellmed-Tur-ში, რომელიც მდებარეობს პენდიკის კერძო რეგიონალური ჰოსპიტლის თბილისის ოფისში.
2022 წელს დაარსებული სამედიცინო ტურიზმის კომპანია Wellmed-Tur-ის საქმიანობის სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ პაციენტების თურქეთის კლინიკებში გაგზავნით, მოქმედებს ასევე თურქეთიდან საუკეთესო სპეციალისტი ექიმების საქართველოში ჩამოყვანისა და საქართველოს კლინიკებში, ქართველ ექიმებთან თანამშრომლობის ფარგლებში პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციის ჩატარების პრაქტიკაც. კომპანია პაციენტებს ყველა საჭირო მიმართულებით აკვალიანებს. კომპანია არის პენდიკის კერძო რეგიონალური ჰოსპიტლის სერტიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.
კომპანია აგრეთვე თანამშრომლობს კლინიკებთან ტრაპიზონში, სტამბოლსა და ანკარაშიც. Wellmed-Tur პაციენტებს აგრეთვე სთავაზობს ონლაინ კონსულტაციის სერვისსაც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თურქეთში ჩასვლის გარეშე ექიმებთან კონსულტაციის გავლა და მკურნალობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხის მიღება გამგზავრებამდე.
კომპანია ასევე აკვალიანებს პაციენტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული მკურნალობის კურსთან დაკავშირებულ პროცედურებთან დაკავშირებით.
ფაქტორი, რომელიც Wellmed-ს სხვა სამედიცინო ტურისტული კომპანიებისაგან განასხვავებს არის პაციენტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და განსაკუთრებული დამოკიდებულება.
ასოციაციის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ კომპანია Wellmed-სა და მის დამფუძნებლებს.